ემპათიის ოთხდღიანი სემინარი თსა-ში
2021-06-21

თბილისის სამედიცინო აკადემიამ ემპათიის ოთხდღიან სემინარს უმასპინძლა. სემინარზე მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ანიტა ნოვაკი თსა-ს ადმინისტრაციულ პერსონალს ემპათიის მნიშვნელობაზე ესაუბრა. შეხვედრების მიზანი აკადემიის პერსონალს შორის ერთიანობის, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და ორგანიზაციაში ემპათიის კულტურის განვითარება იყო. თსა მუდმივად ისწრაფვის რომ კიდევ უფრო განავითაროს ორგანიზაციული ემპათიის კულტურა და შემდგომ მოახდინოს მისი ინტეგრირება როგორც სტუდენტურ ცხოვრებაში ისე სასწავლო პროგრამაში.