მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია
2021-07-02

თსა-ს პროექტი „მედიცინა - ხელოვნებაში ასახული ისტორია“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციის 2021 წლის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში დაფინანსდა. პროექტი მიზნად ისახავს თსა-ს საბავშვო უნივერსიტეტის "მედიცინა და ხელოვნება" აქტივობების გაგრძელებას და ხელოვნების ნიმუშების განხილვით მედიცინის ისტორიის პრეზენტაციას. პროექტი გულისხმობს სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერების და ინოვაციების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების მეცნიერებით დაინტერესებას.


პროექტის სამიზნე ჯგუფია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების XI-XII კლასის მოსწავლეები, რომელთათვისაც დაგეგმილია სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები კერძოდ, სამეცნიერო-პოპულარული ლექციების სერია, სამეცნიერო პიკნიკი, სეზონური სკოლა, სამეცნიერო კონფერენცია და makeathon.