სტუდენტური დებატები 2021
2021-08-05


სტუდენტური დებატები თბილისის სამედიცინო აკადემიის &nbsbr;ტრადიციაა. აღნიშნული ღონისძიება ყოველსემესტრულად იმართება და გულისხმობს სტუდენტებისთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიას.

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში დებატების თემის განსაზღვრისთვის ჩატარდა გამოკითხვა სტუდენტებს შორის. ინგლისურენოვან სექტორში დებატების თემად განისაზღვრა: „გენური ინჟინერია - მომავლის მედიცინა?“&nbsbr;

დებატების მონაწილეთა შესარჩევად ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდა ტრენინგი “დებატების ხელოვნება”. აღნიშნული ტრენინგის მიზანს სტუდენტების დებატებისათვის მომზადება წარმოადგენდა მათთვის ისეთი უნარების გამომუშავების ხელშეწყობის გზით, როგორიცაა:

  • აზრების სწორი ფორმულირება,
  • კონკრეტულ საკითხზე არგუმენტირებული მსჯელობა და არგუმენტის/მოსაზრების სარწმუნო წყაროებით დამოწმება,
  • ეფექტური ვერბალური კომუნიკაცია&nbsbr;
  • დროის მართვა.

2021 წლის გაზაფხულის სემესტრში დებატების თარიღად განისაზღვრა:

06.08.2021 – 17:00 - გენური ინჟინერია - მომავლის მედიცინა?

ღონისძიების სამუშაო ენა - ინგლისური

ღონისძიებაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა:

httbrs://docs.google.com/forms/d/1_dIf1ita2Zbr0dZbr4_ZgScKbrW68h_TCMtr4iIkXvySfM/edit

შემოგვიერთდით, მხარი დაუჭირეთ მონაწილეებს და ჩაერთეთ დისკუსიაში.