მობილობა თსა-ში
2021-08-09


მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, აცხადებს 20 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე:

-სამკურნალო საქმე (10 ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)

• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება&nbsbr; 2021 წლის 16 აგვისტოდან - 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
• თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტს გადალახული ჰქონდეს თსა-ში 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგ საგნებში:
-ქართული ენა და ლიტერატურა - 40%;
-ბიოლოგია - 45%
-უცხო ენა - (სამკურნალო საქმე 50%, მედიცინა-ინგლისურენოვანი 75%),
-არჩევითი საგანი -45%;

• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით, კრედიტების აღიარება მოხდება 150 კრედიტის ფარგლებში.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 6 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.

• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა &nbsbr;15 &nbsbr;სექტემბრის ჩათვლით.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge