ტენდერი სერვერის შესყიდვაზე
2021-08-13

ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. „პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია“ აცხადებს ტენდერს სერვერის შესყიდვაზე


შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
• ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იურიდიულ პირებს.
შერჩევის პროცესი:
• კომპანიაებმა სატენდერო წინადადება უნდა წარადგინონ ინვოისის სახით შემდეგ მისამართზე: it@tma.edu.ge.
• ინვოისების წარდგენის შემდგომ შეირჩევა 3 კომპანია, ხოლო ხელშეკრულება გაფორმდება ერთთან, მოლაპარაკების შემდგომ, რომელსაც ექნება ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაცია.
ვადები:
• წინადადების წარდგენის ბოლო ვადა არის 2021 წლის 18 აგვისტო.
• ხელშეკრულების გაფორმების თარიღი - 2021 წლის 20 აგვისტოდან - 2021 წლის 23 აგვისტომდე
ტენდერის პირობები:
• შეთავაზება უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით.
• პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს მიმაგრებულ დოკუმენტში არსებულ ტექნიკის აღწერილობას
ტექნიკური დავალება
სერვერმა უნდა უზრუნველყოს 300 აქტიური მომხმარებლის კონტროლი (Active Directory) , გაეშვას როგორც ფაილ სერვერი 50 მოწყობილობისთვის, აგრეთვე ვებ-სერვერი პორთფოლიოს ტიპის ვებ-გვერდისა და საგამოცდო სისტემისთვის 60 მომხმარებელზე. აგრეთვე შესაძლებელი უნდა იყოს სამომავლოდ რამდენიმე სერვისის დამატება, როგორებიცაა ბიომეტრიული დაშვების სისტემის მართვა, სხვა ვებ-გვერდი და ა.შ.

დამატებითი კითხვებისთვის ტექნიკის აღწერილობასა და ტექნიკური დავალებასთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ „თბილისის სამედიცინო აკადემიის“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს:
ელ-ფოსტა: it@tma.edu.ge
ტელ: 598 550 670, 544 44 60 96