მედიცინა და ხელოვნება
2020-06-12


19 ივნისს, 15:00 სთ-ზე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) აფილირებული ასოცირებული პროფესორი, გელა ბესელია, ჩაატარებს ონლაინ ლექციას „მედიცინა და ხელოვნება“. აღნიშნული ლექცია წარმოადგენს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ თსა-ს პროექტს - საბავშვო უნივერსიტეტი „მედიცინა და ხელოვნება“.

ღონისძებაზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს -https://cutt.ly/ey9LXZ1

ლექცია ჩატარდება ZOOM პლატფორმის გამოყენებით - https://zoom.us/j/3154464651?status=success