სისხლის დონორთა დღე
2020-06-14


14 ივნისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით, ქვეყნებში აღინიშნება სისხლის დონორთა დღე.
სისხლის დონაცია , რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მკურნალობის პროცესში და აუცილებელი ჩარევების დროს, პაციენტებს უქმნის შესაძლებლობას გაიხანგრძლივონ სიცოცხლე.

WHO -ს წლევანდელი დონორთა კამპანიის მთავარი სლოგანია: ’’გაეცი სისხლი და აქციე სამყარო უფრო ჯანსაღ ადგილად’’.
თსა მადლობას უხდის ყველა დონორს მრავალი სიცოცხლის გადარჩენისათვის !
იყავი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე!