სტუდენტური დებატები 2021-11-02
სტუდენტური დებატები
სტუდენტური დებატები თბილისის სამედიცინო აკადემიის ტრადიციას წარმოადგენს. აღნიშნულ ღონისძიებას ყოველსემესტრულად ვმართავთ და მოვიაზრებთ, რომ სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებით თქვენთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიაში.

თუმცა დებატების მიზანი, ვფიქრობთ, არა მხოლოდ საინტერესო და აქტუალურ თემებზე დისკუსიაა, არამედ თქვენი ცნობიერების ამაღლება ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით და ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაც, როგორიცაა: კრიტიკული აზროვნება, არგუმენტირებული მსჯელობა საკუთარი პოზიციის დასაცავად, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.

გამომდინარე იქიდან, რომ დებატები მთლიანად თქვენზეა ორიენტირებული, გთავაზობთ ხმათა უმრავლესობით თავად შეარჩიოთ დებატების თემატიკა. ამისათვის მიჰყევით ბმულს და ჩაერთეთ გამოკითხვაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა თსა-ს მეილით წვდომა.
https://docs.google.com/forms/d/1QjiixFX6bdu9Qaof6Y_KXtrLX-fzTfIAAg4138RNYS8/edit

თბილისის სამედიცინო აკადემია წინასწარ მადლობას გიხდით ჩართულობისთვის და გისურვებთ წარმატებას!