თსა-ს კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია
2017-06-28

მიმდინარე წლის 28 ივნისს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზა“-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია.
კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს  დეკანი, ქალბატონი ცისანა ლომაშვილი, ემერიტუსი - პროფესორი დავით ხაზარაძე, აკადემიის პროფესორები: ანზორ მელია, გიორგი გვახარია, გიორგი კანდელაკი და მაია კივილაძე. თანატოლებს სიტყვით მიმართა ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციისა (EMSA) და აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა, ანა მიქელაძემ.  ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები.
ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.