პრაქტიკული და კლინიკური მოსაზრებები ტელეპათოლოგიის შესახებ
2020-07-08

2020 წლის 7 ივლისს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორმა, ეკატერინე კლდიაშვილმა, ონლაინ ვებინარის „პრაქტიკული და კლინიკური მოსაზრებები ტელეპათოლოგიის შესახებ“ ფარგლებში წარმოადგინა პრეზენტაცია „ტელეპათოლოგია საქართველოში - წინაპირობა, რეალობა და პერსპექტივა“. აღნიშნული პრეზენტაცია წარმოადგენდა ელექტონული ჯანდაცვისა და ტელეპათოლოგიის მიმართულებით ქალბატონი ეკატერინეს ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას.