ჰეპატიტის საერთაშორისო დღე
2020-07-28

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ, 28 ივლისი გამოცხადებულია ჰეპატიტის საერთაშორისო დღედ, რომლის მიზანია ამაღლდეს ცნობიერება  ვირუსული ჰეპატიტის შესახებ. 

ჰეპატიტის მსოფლიო დღის თარიღი - 28 ივლისი, შერჩეულია ნობელის პრემიის ლაურეატის, B ჰეპატიტის ვირუსის და მისი ვაქცინის აღმომჩენის, მეცნიერ ბარუხ ბლუმბერგის დაბადების დღის პატივსაცემად.

2020 წლის ჰეპატიტის საერთაშორისო დღის  სლოგანი გახდა - ''მილიონობით სიცოცხლის კვალდაკვალ'' (Find The Missing Millions), რომელიც ითვალისწინებს მილიონობით ინფიცირებული ადამიანის პოვნასა და  მკურნალობას.