მობილობა თსა-ში
2020-07-29

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, 2020-21 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, აცხადებს 20 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისათვის, საგანმანათლებლო პროგრამებზე:

-სამკურნალო საქმე (10 ადგილი)
-ინგლისურენოვანი მედიცინა (10 ადგილი)
• ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) მობილობაზე რეგისტრაცია განხორციელდება  2020 წლის 31 ივლისიდან - 19 აგვისტოს 18:00 საათამდე.
• თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტს გადალახული ჰქონდეს თსა-ში 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგ საგნებში:
-ქართული ენა და ლიტერატურა - 40%;
-ზოგადი უნარები - 45%;
-უცხო ენა - (სამკურნალო საქმე 50%, მედიცინა-ინგლისურენოვანი 75%),
-ქიმია/ბიოლოგია - 45%;

• აუცილებელია ინგლისური ენის (B2) დონის ტესტის ჩაბარება, 17 აგვისტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება სტუდენტის ჩარიცხვის საკითხი.
• მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით, კრედიტების აღიარება მოხდება 150 კრედიტის ფარგლებში.
• სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მიმართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 25 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
• მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
-პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-სრული ზოგადი განათლების /ატესტატის ასლი;
-პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
-წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
-სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
-ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ეეგ-ზე
მიღებული ქულების        შესახებ;
-სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა
ბრძანების    ასლი/ამონაწერი.
• მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა  7 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge