2017 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
2017-09-04

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის ამედიცინო აკადემია გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებულ სასწავლო წელიწადს! ჩვენ გვჯერა, რომ აკადემიაში გატარებული წლები სავსე იქნება სიახლეებით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით! თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი პროფესიული წარმატებისაკენ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ პირთა რეგისტრაცია განხორციელდება 2017 წლის 7 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით.
სავალდებულოა რეგისტრაციის მსურველებმა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სამხედრო მიწერის მოწმობის ან აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
დ) 4 ფოტოსურათი (3X4) და მისი ელექტრონული ვერსია;
ე) სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (2017-2018 ს/წლის საფასურის - 3500 ლარის 65% - 2275 ლარი).
ვ) სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ს.ს. საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი - BAGAGE22, ანგარიშის ნომერი: GE09BG 000 000 0624 481 701 - ლარი (მიმდინარე ანგარიში).

საბუთების მიღება იწარმოებს მე-3 სართულზე ბიბლიოთეკაში 10.00-დან 18.00 საათამდე. შესვენება 13.00-დან 14.00-მდე.
პასუხისმგებელი პირი - მარინე იოსავა.

თსა-ს ადმინისტრაცია