ტრენინგების სერია თსა-ში
2020-09-13

10-11 სექტემბერი - ლექტორების ტრენინგი  თემაზე - სამედიცინო განათლების ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგიები. ტრენინგს ესწრებოდნენ  აკადემიური და მოწვეული პედაგოგები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი საკითხები როგორიცაა: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, აქტიური სწავლების მეთოდები, უმაღლესი სამედიცინო განათლების ტენდენციები, უკუკავშირი განათლებაში და ხარისხის ინსტიტუციური კულტურა.


9 სექტემბერი- ტრენინგი ანატომიური მაგიდის (Anatomage) შესახებ. შეხვედრა განკუთვნილი იყო თსა-ს აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც შეძლებენ ანატომიური მაგიდის რესურსის გამოყენებას სასწავლო პროცესში. ტრენინგს უძღვებოდა - ანატომია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგიის მიმართულების  ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ია ხახუტაიშვილი და ამავე მიმართულების აფილირებული ასისტენტი სალომე ხუბულავა.


5 სექტემბერი- პორტფოლიოს მენტორების ონლაინ ტრენინგი.შეხვედრა განკუთვნილი იყო თსა-ს აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც ჩაერთვებიან ახალი აკრედიტებული  საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პორტფოლიოს განხორციელებაში. ტრენინგს უძღვებოდა ნელე მიჩელი, MD,GP,PhD -  EURACT ( Europian Academy of Teachers, in General Practice/Family Medicine )-ის პრეზიდენტი, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის კოორდინატორი (ანტვერპენის უნივერსიტეტი, ბელგია).