თსა-ს და AMBOSS თანამშრომლობა გრძელდება
2020-09-20

თსა-ს მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისთვის მიმზიდველი და ინოვაციური გარემოს შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ის აგრძელებს თანამშრომლობას AMBOSS-თან და 2020 წლის 17-18 სექტემბერს თსა-ს ლექტორებისა და სტუდენტებისათვის AMBOSS-ის გუნდის მიერ ჩატარდა ვებინარები პლატფორმის გამოყენების პრაქტიკულ ასპექტებზე.

AMBOSS მოტივირებული ექიმთა გუნდის მიერ შექმნილი ინტერაქტიული რესურსია, რომელიც კითხვების ბანკთან შერწყმულ 2000-ზე მეტ სამედიცინო თემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ კითხვების ბანკის 5000-მდე კითხვა კლინიკურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. ერთიან სივრცეში ყველა აუცილებელი რესურსის თავმოყრით AMBOSS უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის, ექიმებისათვის და მედიცინის სკოლებისათვის თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მიწოდებას.

AMBOSS არის საიმედო ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც შეიძლბა ეფექტიანად იყოს გამოყენებული როგორც ელექტრონული (e-Learning), აგრეთვე შერეული (Blended Learning) სასწავლო პროცესის ფარგლებში.