Turnitin-ის ტრენინგი თსა-ში
2020-10-10

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი, პროგრამა Turnitin-ის პრაქტიკული გამოყენების საკითხებზე. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანია ინსტიტუციაში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განვითარების თვალსაზრისით. ამავდროულად ის კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ტრენინგს უძღვებოდა კომპანია Turnitin-ის პროფესიული და საგანმანათლებლო სერვისების კონსულტანტი, დოქტორი პამელა ეთზორი.