შეხვედრა სტუდენტებთან
2020-11-02

თბილისის სამედიცინო აკადემიის, მედიცინის სკოლის დეკანმა, მაკა მაღლაკელიძემ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კურსელებთან ჩაატარა შეხვედრა, თემაზე -"მომავალი ექიმების სოციალური პასუხისმგებლობა და მოხალისეობრივი ჩართულობის მნიშვნელობა პანდემიის მართვის პროცესში". შეხვედრა წარიმართა 4 ეტაპად და მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის Covid-19-თან დაკავშირებული საბაზისო ცოდნისა და უნარების გაზიარებას, რომლის მეშვეობითაც შემდგომში შეძლებენ დაეხმარონ ექიმებს Covid-19-ით დაავადებული მსუბუქი მიმდინარეობის პაციენტების მართვაში როგორც სატელეფონო რეჟიმით ისე უშუალოდ კლინიკებში და კოვიდ სასტუმროებში.

სტუდენტებმა ასევე მიიღეს ცოდნა, თუ როგორ უნდა იყვნენ ჯანდაცვის სისტემის ადვოკატები და უზრუნველყონ ვირუსის გავრცელებისა და მისი პრევენციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება.