საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების კვირეული
2021-02-02

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია შეუერთდა საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობიერების ამაღლების კვირეულს, რომელიც ტრადიციულად იანვრის ბოლო კვირას აღინიშნება.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და თსა-ს ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, სადაც სკრინინგ ცენტრის დირექტორმა - ეთერ კიღურაძემ და ამავე ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, კოლპოსკოპისტმა თამარ ალიბეგაშვილმა, თსა-ს სტუდენტებს გააცნეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საშვილოსნოს ყელის კიბოს კლინიკური გამოვლინებებისა და აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამა, პრევენციული ღონისძიებები, სკრინინგ ცენტრის საქმიანობა, არსებული სტატისტიკა და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები.