როგორ შევქმნათ სტანდარტული MCQ ტესტი
2021-03-06

2 და 5 მარტს თსა-ს აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი/ვორქშოპი თემაზე - ’’როგორ შევქმნათ სტანდარტული MCQ ტესტი’’

ტრენინგის ფარგლებში პედაგოგიური პერსონალის წევრები გაეცნნენ სხვადასხვა ტიპის MCQ კითხვების სტრუქტურას და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეკომენდაციებს სტანდარტული MCQ ტესტების შექმნის შესახებ.

დამსწრეებმა შექმნეს სხვადასხვა ტიპის MCQ კითხვები პრაქტიკული სავარჯიშოების ფარგლებში.

ტრენინგზე ასევე განხილული იქნა ქვიზის და გამოცდის შემადგენელი ტესტური კითხვების ვალიდურობის და სარწმუნოობის განმსაზღვრელი პირობები.