ტუბერკულოზის მსოფლიო დღე
2021-03-24

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მას შემდეგ, რაც გერმანელმა ფიზიკოსმა და მიკრობიოლოგმა რობერტ კოხმა, 1882 წელს აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია და გამოიყენა სამკურნალოდ. გლობალური ძალისხმევით 2000 წლიდან დღემდე 63 მილიონი ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღიურად დაახლოებით 4000 ადამიანის სიცოცხლე კვლავ ეწირება ტუბერკულოზს.

2021 წლის კამპანიის მთავარი სლოგანი ‘’საათი წიკწიკებს/დრო გადის’’- ხაზს უსვამს დროის მნიშვნელობას ტუბერკულოზთან ბრძოლაში.