აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე
2021-04-02

წელს 2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე რიგით მეთოთხმეტედ აღინიშნება. 2007 წლის 18 დეკემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმს ახასიათებს უნიკალური სოციალური ინტერაქცია, სწავლის არასტანდარტული ხერხები, მძაფრი ინტერესი გარკვეული საგნებისადმი, მიდრეკილება რუტინულობისაკენ, და ინფორმაციის გარდაქმნის განსაკუთრებული ხერხები.

მეცნიერები ვარაუდობენ რომ აუტისტურ სპექტრს მიეკუთვნებოდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები როგორებიც იყვნენ: მოცარტი, ჩარლზ დარვინი, სტივ ჯობსი, ნიკოლა ტესლა, ალბერტ აინშტაინი, ტომას ჯეფერსონი, ისააკ ნიუტონი და ა.შ