თსა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე“
2017-09-24

მიმდინარე წლის 24 სექტემბერს რიყის პარკში გაიხსნა „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი,“ რომელიც იმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით.
ფესტივალის მონაწილეთა შორისაა პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამეიდიცინო აკადემიაც, რომელიც მცირე, თუმცა შთამბეჭდავი სტენდითა და დინამიური გუნდით წარსდგა სტუმრების წინაშე.
სასიხარულოა, რომ აკადემიის სტენდთან თავი მოიყარა სამედიცინო სფეროთი დაინტერესებულმა მრავალმა ახალგაზრდამ და მომავალმა სტუდენტმა, რომელთაც საშუალება ჰქონდათ აქტიური მონაწილეობა მიმდინარე კლინიკურ სიმულაციაში, მიკროსკოპის საშუალებით დაეთვალიერებინათ ჰისტოლოგიური პრეპარატები და სხვ.
აკადემიის სტენდს ასევე სტუმრობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც დადებითად შეაფასა აკადემიის ნოვატორული ხედვა სამედიცინო განათლების დარგში და აკადემიას წარმატებები უსურვა.