ღია კარის დღე
2021-04-02

ძვირფასო აბიტურიენტებო!

12 აპრილს 16:00 საათზე და 13 აპრილს 17:00 საათზე თბილისის სამედიცინო აკადემია გიწვევთ ღია კარის დღეებზე. მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ სიმულაციურ ტრენინგში "ერთი დღე კლინიკაში“ და სრულიად უსაფრთხო გარემოში სამედიცინო სიმულატორებსა და მულაჟებზე შეასრულოთ სამედიცინო პროცედურები.

აბიტურიენტებს შესაძლებლობა გექნებათ შეასრულოთ შემდეგი ტიპის პროცედურები: პირველადი რეანიმაციული ღონისძიებები - გულის არაპირდაპირი მასაჟი, ხელოვნური სუნთქვის ჩატარება, დეფიბრილაცია;

ინტრავენური მიდგომები - პერიფერულ ვენაში კათეტერის ჩადგმა, სისხლის ნიმუშის აღება, ვენაში პრეპარატის შეყვანა;

ჭრილობის პირველადი დამუშავება და გაკერვა;

ენდოტრაქეული ინტუბაცია - სასუნთქი მილის მოთავსება ტრაქეაში ლარინგოსკოპის გამოყენებით;

თითოეული ტიპის პროცედურისთვის გამოყოფილი იქნება 15 წუთი, მეგზურობას და მენტორობას კი თსა-ს სტუდენტები გაგიწევენ. თქვენ ასევე მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას აკადემიის სასწავლო და გაცვლითი პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და საუნივერსიტეტო სტიპენდიების შესახებ. ღია კარის დღეზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2021 წლის 10 აპრილის ჩათვლით.

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის მიჰყვეთ ბმულს და აირჩიეთ თქვენთვის სასურველი დღე:

https://docs.google.com/.../1FAIpQLScsyGDP6eG.../viewform...

გახსოვდეთ, რომ მედიცინა იწყება აქ!