მიღება რეზიდენტურაში
2021-04-04

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - რადიოლოგია  (13 მაძიებელი). 
რეზიდენტურაში მიღება მოხდება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 15 აპრილის ჩათვლით.
წარმოსადგენი საბუთების სია

1. განცხადება აკადემიის რექტორის ირინე შოთაძის სახელზე
2. CV
3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
4. პირადობის მოწმობის ასლი
5. მაძიებლის მოწმობის ასლი

ჩარიცხვა მოხდება მაძიებლის მიერ მიღებული ქულების გათვალისწინებით და მაძიებლებთან ჩატარებული გასაუბრების საფუძველზე.
საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულ მისამართზე : tma@tma.edu.ge
ტელეფონები– 599 51 85 80 (ნინო უზნაძე), 599 29 83 48 (დოდო სოხაძე)