ცხადდება კონკურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში
2021-04-27

თსა-ს „მედიცინის“ და „ინგლისურენოვანი მედიცინის“ პროგრამის სტუდენტების საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში (ლიეტუვა) Erasmus+ პროგრამით მობილობის მსურველებისათვის, რომელიც დაგეგმილია 2021-2022 სასწავლო წლის ფარგლებში. მობილობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 5 თვით (1 სემესტრი) და სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტის მიერ.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-V კურსის სტუდენტებს, რომელთა საშუალო შეწონილი ქულა (GPA) აღემატება 2.0-ს და ფლობენ ინგლისურ ენას B2 დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა 2021 წლის 12 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/kdh9VVC1EJ6QSXvQ7

დარეგისტრირებულ კანდიდატებთან ჩატარდება ინგლისური ენის ტესტი და გასაუბრება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსა-ს საერთაშორისო დეპარტამენტს მეილზე: erasmus@tma.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!