კონკურსი
2021-04-28

თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლებში შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

პლანეტარული ჯანმრთელობა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
მიკრობიოლოგია - ასისტენტ- პროფესორი (1 ადგილი)
ლაბორატორიული მედიცინა - ასისტენტ- პროფესორი (1 ადგილი)
ქცევათმეცნიერება - ასისტენტი (1 ადგილი)
შინაგანი სნეულებები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
მეანობა - გინეკოლოგია - ასოცირებული - პროფესორი (1 ადგილი)
ზოგადი ქირურგია - ასოცირებული - პროფესორი (2 ადგილი); ასისტენტ - პროფესორი (1 ადგილი)
ოფთალმოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ანატომია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ბიოქიმია, გენეტიკა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ფიზიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ფარმაკოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ფსიქოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
რადიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ფსიქიატრია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი); ასისტენტი (1 ადგილი)
ნევროლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
სასამართლო მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
საოჯახო მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
რეანიმატოლოგია და ანესთეზიოლოგია - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა - ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
• პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
• ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
• ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;


ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
• პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
• ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;


ასისტენტ - პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
• სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
• კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
• ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;


ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი. ასისტენტის თანამდებობაზე მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
• მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები;
• დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა; კლინიკურ დეპარტამენტში
• არჩევის შემთხვევაში - კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
• რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან.


კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:
• ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
• გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
• აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
• სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
• სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
• ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
• სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
• ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
• ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.


საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 27-31 მაისს 11-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge;

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 09 ივნისს.