აკადემიური და მოწვეული პერსონალის საყურადღებოდ!
2021-05-13

Erasmus+ საერთაშორისო მობილობის პროგრამების ფარგლებში, თსა-ს პარტნიორი და ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი - სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (University of Santiago de Compostela) გთავაზობთ ერთ კვირიან მივლინების შესაძლებლობას, რომლის განმავლობაშიც თქვენ საშუალება გექნებათ აქტიურად ჩაერთოთ პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარე აკადემიურ პროცესებში, დააკვირდეთ კოლეგების მუშაობას და მიიღოთ ფასეული პროფესიული გამოცდილება.

მობილობა სრულიად ფინანსდება ევროკავშირის გრანტით და თავის მხრივ მოიცავს როგორც მგზავრობის და განთავსების ხარჯებს, ასევე დღიურ ანაზღაურებას. მობილობის ხანგრძლივობა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით (+2 დღე მგზავრობისათვის). სამუშაო პროცესი წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 18 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტა შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „Teaching mobility to USC“. წერილს თან დაურთეთ თქვენი CV და სამუშაო გეგმა, რომელშიც მოკლედ იქნება შეჯამებული თქვენი ხედვა მობილობის პროცესთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. (რა თემატიკაზე გსურთ ლექციების ჩატარება პარტნიორ უნივერსიტეტში, რა პროცესებზე დაკვირვება წარმოადგენს თქვენს ინტერესს და როგორ გეგმავთ მიღებული გამოცდილების გამოყენებას შემდგომ საქმიანობაში). გაითვალისწინეთ! აღნიშნული დოკუმენტები აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე! წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება!

წარმოდგენილი განაცხადებიდან თსა-ს შესარჩევი კომიტეტის მიერ განისაზღვრება წინასწარი სია, ხოლო საბოლოო კანდიდატის შერჩევა წარმოებს უშუალოდ ესპანური მხარის მიერ.

მობილობის შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
https://www.usc.gal/en/perfis/internacional/programas/erasmusICM_KA107/erasmusicm_ka107_pdi_incoming.html

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სასწავლო პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://www.usc.gal/en/studies/degrees/health-sciences/medicine-degree

დაინტერესების ან შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: erasmus@tma.edu.ge
გისურვებთ წარმატებას!