ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე
2021-06-03

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - ენდოკრინოლოგია (5 მაძიებელი).

რეზიდენტურაში მიღება მოხდება
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2021 წლის 7 ივნისიდან 2021 წლის 17 ივნისის ჩათვლით ელექტრონულად შემდეგ მისამართზე - residency@tma.edu.ge, ტელეფონი - 2 91 24 84

წარმოსადგენი საბუთების სია
1. განცხადება აკადემიის რექტორის ირინე შოთაძის სახელზე
2. CV
3. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
4. პირადობის მოწმობის ასლი
5. მაძიებლის მოწმობის ასლი
განცხადების ფორმა- ენდოკრინოლოგია