სისხლის უანგარო დონორთა აქცია
2017-11-17

2017 წლის 17 ნოემბერს თსა-ს სტუდენტების ორგანიზებით თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სისხლის უანგარო დონორთა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თსა-ს სტუდენტთა უმრავლესობამ.
აღნიშნული აქცია თსა-ში ტარდება ყოველწლიურად. მისი მიზანია სტუდენტებს შეუქმნას სისხლის უანგაროდ გაღების მოტივაცია, რადგან დედამიწაზე ყოველ 3 წამში ვიღაცას სჭირდება სისხლი. ქვეყნის მოსახლეობის 40-50% შეუძლია იყოს სისხლის უანგარო დონორი, მაგრამ რეალურად ამ ხალხის 0.5%-ზე ნაკლები აბარებს სისხლს.
თსა მიესალმება სტუდენტების მსგავს ინიციატივებს და მომავალშიც უცხადებს მათ მხარდაჭერას.