კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
2017-11-17

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
აცხადებს კონკურსი
შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

  • ადამიანის ანატომია (ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • პათოლოგია (პათოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფიზიოლოგია (ფიზიოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფარმაკოლოგია (ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • იმუნოლოგია (მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • შინაგანი სნეულებანი (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი)   - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ფსიქიატრია (ფსიქიატრიის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ენდოკრინოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • გადაუდებელი მედიცინა და ტოქსიკოლოგია (შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ნეიროქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  - პროფესორი (1 ადგილი)
  • ზოგადი ქირურგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  -ასისტენტი (1 ადგილი)
  • ტრავმატოლოგია (ქირურგიის დეპარტამენტი)  - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
  • სამედიცინო ეთიკა და სამართლებრივი დისციპლინები  (ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი) - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

 

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

 

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

     
ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2017 წლის 29 დეკემბერს.