პროექტის წერის ტრენინგი
2017-11-24

 

2017 წლის 23 ნოემბერს თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ განათლების კომიტეტის და კარიერული მხარდაჭერის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პროექტის წერის ტრენინგი.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა ტრენერი ანი სარიშვილი. მან განიხილა პროექტის შექმნის ტექნიკა.
აღნიშნული ტრენინგის შედეგად მონაწილე სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარები, რაც დაეხმარება მათ შექმნან წარმატებული პროექტები. შეხვედრა იყო როგორც საინტერესო და ინფორმატიული, ასევე სახალისო.
მონაწილეებს ტრენინგის დასასრულს გადაეცათ სერტიფიკატები.
თსა მოხარულია მონაწილეთა ენთუზიაზმით და მოუწოდებს ყველა სტუდენტს აქტიურად ჩაერთოს მსგვას ღონისძიებებში.