ექსკურსია უფლისციხეში
2017-11-29

2017 წლის 26 ნოემბერს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და კარიერული მხარდაჭერის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა ექსკურსია უფლისციხეში,  რომელშიც მონაწილეობა მიიღო 180-მა უცხოელმა სტუდენტმა.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ კლდეში ნაკვეთი   ქალაქი და გაეცნოთ მისი ისტორია. აღნიშნული ექსკურსიის მიზანს წარმოადგენდა პირველი კურსის სტუდენტების ადაპტაცია ახალ გარემოში.
თსა მადლობას უხდის ექსკურსიის ორგანიზატორებს. უცხოელ სტუდენტთა საადაპტაციო ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.