შიდსის უფასო სქრინინგის აქცია.
2017-12-02

2017 წლის 1 დეკემბერს, თსა-ს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვის და სოციალური აქტივობის კომიტეტის ორგანიზებით აკადემიაში ჩატარდა შიდსის უფასო სქრინინგის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 50-მა როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტმა.
შიდსი (HIV/AIDS) – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომია. მიუხედავად მეცნიერების  მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს.  თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების  კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა  და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება.  მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად,  ძალიან მნიშვნელოვანია შიდსის დროული გამოვლენა.
თსა მოხარულია, რომ სტუდენტები აცნობიერებნ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის შიდსის გამოვლენის და პრევენციის ღონისძიებები და არიან ჩართულნი მსგავს სხვადასხვა აქტივობებში.