საქველმოქმედო აქცია
2017-12-03

2017 წლის 3 დეკემბერს „სტუდენტური აკადემიის“ ჯანდაცვისა და სოციალური აქტივობის კომიტეტის ინიციატივით „გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცთა და უძლურთა სალხში“ ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსა-ს  სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა.
აქციის ფარგლებში სტუდენტებმა სახლის ბინადრებს მოუწყეს გასართობი საღამო და გადასცეს მათ საჩუქრები.
სტუდენტების ორგანიზებით საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებები მომავალშიც იგეგმება.