TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას
2018-01-29

TMA და IFMSA გთავაზობთ გაცვლით პროგრამას მე-4, მე-5 და მე-6 კურსის სტუდენტებისთვის:
პროგრამა ითვალისწინებს ერთ თვიან პრაქტიკულ სწავლებას ევროპისა და სხვა ქვეყნების კლინიკებში.

კურაციების გავლა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით: ალერგოლოგია-იმუნოლოგია, დერმატოლოგია, ანესთეზია, გადაუდებელი მედიცინა, ამბულატორიული პრაქტიკა, გერიატრია, ონკოლოგია, გინეკოლოგია-მეანობა, კარგიოლოგია, ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, რადიოლოგია, ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია, ორთოპედია, უროლოგია, ტრავმატოლოგია, ქირურუგია და სხვა.

სასწავლო პრაქტიკული კურსები ტარდება შემდეგ ქვეყნებში: უნგრეთი, იტალია, თურქეთი, უკრაინა, ტუნისი, გერმანია.

სწავლების ენა- ინგლისური. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატს.

რეგისტრაცია შესაძლებელია ოფისის მენეჯერთან, 10 თებერვლამდე.
შესარჩევი ეტაპი ჩატარდება თებერვალში.