კონკურსი აკადემიურ თანამდებობზე
2018-02-08

  • მიკრობიოლოგია/იმუნოლოგიის დეპარტამენტი

მიკრობიოლოგია - პროფესორი (1 ადგილი) , ასისტენტ-პროფესორი (1 ადგილი)
იმუნოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი)

  • ბიოქიმია/გენეტიკის დეპარტამენტი

გენეტიკა - ასისტენტი (1 ადგილი)

  • ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

ჰისტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი), ასისტენტი (1 ადგილი)

  • პათოლოგიის დეპარტამენტი

პათოლოგია -ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

  • ქცევითი და სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი

ქცევის ფიზიოლოგია, ქცევათმეცნიერება - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) , ასისტენტი (1 ადგილი)
კლინიკური კვლევა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ქირურგიის დეპარტამენტი

უროლოგია- პროფესორი (1 ადგილი)
ზოგადი ქირურგია - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

  • შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

რადიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი;

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდზე);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
  • დისციპლინის სწავლების კონცეფცია;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი  სასურველია წარმოდგენილი იყოს  “აკადემიის” მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.

 

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • მისი ხელმძღვანელობით შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები.
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზირება;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

     
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი წარმოდგენილი სასურველია იყოს „აკადემიის“ მიერ დამტკიცებულ ფორმატში;

კონკურსანტმა ასევე სასურველია წარმოადგინოს:

  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული, ან გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი დამოწმებული ასლი;
  • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
  • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
  • ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა);
  • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;

      ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 2 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისგან.

აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესს და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის საიტზე.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 9 მარტიდან 14 მარტის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 22 მარტს.