გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე
2018-06-08


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სისხლის დონორთა რაოდენობა საჭიროზე ნაკლებია. პაციენტთა დასახმარებლად ყოველწლიურად, საშუალოდ, 60 000 დონაციაა საჭირო, თუმცა დონორთა რიცხვი 37 000-ს არ აღემატება. მოსახლეობის 80%-ს კი სისხლი არასდროს ჩაუბარებია. სწორედ ამიტომ, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (GMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, 14 ივნისს 10:00-დან 16:00-მდე თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდება პროექტი: " გაეცი წვეთი, მიეცი სიცოცხლე", რომლის ფარგლებშიც მსურველები მიიღებენ მონაწილეობას სისხლის უანგარო დონაციაში. 15:00-დან 16:00-მდე ჩატარდება საჯარო ლექცია, რომელიც ემსახურება ცნობიერების ამაღლებას სისხლის დონაციასთან დაკავშირებით.
• საჯარო ლექცია გაიმართება 408-ე აუდიტორიაში.
• სისხლის უანგარო დონაცია გაიმართება 205-ე აუდიტორიაში.
პროექტის კოორდინატორი: გიორგი კიკვაძე- თბილისის სამედიცინო აკადემია (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი) პროექტის ორგანიზატორები: მარი ჩავლეშვილი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) მარიამ ცხვედიანი- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ( საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი) ნინო აქუბარდია- დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის ჯანდაცვის ლოკალური კომიტეტის წარმომადგენელი).