თსა-ს სტუდენტური დელეგაციის ვიზიტი IFMSA-ის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე.
2017-03-14

მიმდინარე წლის 2-8 მარტს თსა-ს ინგლისურენოვანი ფაკულტეტის სტუდენტები, თეკლა გელოვანი და გიორგი კიკვაძე აკადემიის წარდგინებით საქართველოს დელეგაციის წევრების სახით იმყოფებოდნენ მონტენეგროში, სადაც გაიმართა IFMSA-ის 66-ე გენერალური ასამბლეა.
ყრილობის ფარგლებში დელეგატები დაესწრნენ სხვადასხვა თემისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღეს კომიტეტების სხდომებში და 122 ქვეყნის 1200-მდე მომავალ მედიკოსს გააცნეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე პროცესები. ასამბლეის დასასრულს, შემუშავებული იქნა სამომავლო სამოქმედო გეგმები.
სამუშაო შეხვედრებმა ქართული დელეგაციისათვის მეტად დატვირთულ და ნაყოფიერ გარემოში ჩაიარა. ქართული დელეგაცია კვლავაც გეგმავს IFMSA -ს სამომავლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვას და მიზნად ისახავს, სამედიცინო განათელების საერთაშორისო ფედერაციის სტუდენტურ ასოციაციაში დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი.
თსა-ს ადმინისტრაცია წარმატებას უსურვებს დელეგატებს და კვლავაც ხელს შეუწყობს მოწადინებულ სტუდენტებს საერთაშორისო აქტივობებში.