კურსდამთავრებულები 2018
2018-07-04

მიმდინარე წლის 3 ივლისს, "Garden Hall"-ში გაიმართა თსა-ს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონია. აღსანიშნავია, რომ წელს კურსდამთავრებულთა შორის, პირველად იყვნენ ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა "მედიცინა"-ს წარმომადგენლები. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ და წარმატებული მომავალი უსურვეს: თსა-ს დეკანი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და პროფესორები. თანატოლებს სიტყვით მიმართეს სამივე საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა. კურსდამთავრებულთა რჩეულ პროფესორებს გადაეცათ ჯილდო. ცერემონიის დასასრულს, თსა-ს რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ, კურსდამთავრებულებს უსურვა წარმატება და საზეიმო ვითარებაში გადასცა სამახსოვრო სიგელები. ღონისძიება ჰიპოკრატეს ფიცის დადებით და საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.