კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე
2018-08-14

Untitled Document

  • ანატომია/ჰისტოლოგია/ემბრიოლოგიის დეპარტამენტი

ანატომია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ციტოლოგია, ემბრიოლოგია, ზოგადი და კერძო ჰისტოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ბიოქიმიის დეპარტამენტი

მოლეკულური ბიოლოგია და გენეტიკა - პროფესორი (2 ადგილი)
ბიოქიმია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი  (1 ადგილი)

  • ფიზიოლოგიის დეპარტამენტი

ფიზიოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • პათოლოგიის დეპარტამენტი

პათოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • სოციალური მეცნიერებების/სამედიცინო ეთიკისა და სამართლის დეპარტამენტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ფარმაკოლოგიის დეპარტამენტი

ფარმაკოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი

შინაგანი სნეულებებიპროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი  (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი  (1 ადგილი)
ლაბორატორიული მედიცინა - ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)
ინფექციური სნეულებები - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ნევროლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
სასამართლო მედიცინა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
საოჯახო მედიცინა - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)

  • ქირურგიის დეპარტამენტი

ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი  (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი -(1 ადგილი)

  • ფსიქიატრიის დეპარტამენტი

ფსიქიატრია -  პროფესორი (1 ადგილი)

  • მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტი

მეანობა-გინეკოლოგია - პროფესორი (1 ადგილი)
ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი)
ასისტენტ პროფესორი (1 ადგილი)

კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე);
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე;
  • ავტობიოგრაფია (CV)

 

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        • პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
        • მოტივაცია თანამდებობის დასაკავებლად (არაუმეტეს 2 გვერდი);
        • ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მისი კვლევის უნარს;
        • დისციპლინის სწავლების კონცეფცია (არაუმეტეს 2 გვერდი);
        • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
        • ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        •  პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
        •  სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში);
        •  ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია.
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

     
      ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

        • მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები;
        • სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი  იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში).
        • კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება;
        • ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ  დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით;

კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს:

        • ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა;
        • გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი;
        • აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა;
        • სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა;
        • სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში);
        •  ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა  (რეცენზენტობა);
        • სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
        •  ინგლისური ენის   პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
        •  ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.

 

საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 17 სექტემბრიდან 20 სექტემბრის  ჩათვლით 10-დან 16 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული. ტელ: 291 24 84;  ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 1 ოქტომბერს.