ბრაუნის ჯანდაცვის სკოლის დელეგაციის ვიზიტი თსა-ში
2018-08-15

თსა მუშაობას არც ზაფხულში წყვეტს და ზრუნავს საერთაშორისო პარტნიორობების განმტკიცებისათვის. მომავალი თანამშრომლობების დასახვის მიზნით, 14-15 აგვისტოს თსა-ს სტუმრობდა დელეგაცია იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბრაუნის ჯანდაცვის სკოლიდან (Braun School of Public Health and Community Medicine of Hebrew University of Jerusalem) და საფუძველი ჩაეყარა მომავალ პარტნიორობას.