სამუშაო შეხვედრა თსა-ში
2018-09-14

2018 წლის 10-12 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა გრონინგენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, ჩატარდა 3 დღიანი სამუშაო შეხვედრები კურიკულუმის კომიტეტის და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გრონინგენის უნივერსიტეტის პროფესორები, ქალბატონი ანკე ვან ტრიგტი და ბატონი რემკო ბეზემა.

შეხვედრების ძირითადი თემები იყო:

·         საგანმანათლებლო პროგრამის ინტეგრაცია;

·         სწავლის შედეგების გაწერა;

·         კურიკულუმის რუკის შექმნა.