პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი
2018-09-24

 

2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა პირველკურსელთა დახვედრის საზეიმო ცერემონიალი.
მომავალ მედიკოსებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა აკადემიის რექტორმა, ქალბატონმა ირინე შოთაძემ და მათ წარმატებული სტუდენტობა უსურვა.
პირველკურსელებს სიტყვით მიმართეს აკადემიის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ აკადემიის მისიასა და სტრატეგიას, შეფასების სისტემას და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეხვედრის დასასრულს, დაჯილდოვდა და საჩუქარი გადაეცა ყველაზე მაღალი ქულით ჩარიცხულ პირველკურსელს, ნინო ბეუქლიშვილს.
მიმდინარე კვირის განმავლობაში პირველკურსელებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრები სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი სერვისებისა და რესურსების შესახებ.
თსა კიდევ ერთხელ ულოცავს პირველკურსელებს სტუდენტობას და წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს.