თსა-ს სტუდენტთა წარმატებული გამოსვლა სამეცნიერო კონფერენციაზე
2017-04-08

"ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანებისა" და “ სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბი “VITALIS”-ის “ მიერ, 2017 წლის 7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე კონფერენცია სახელწოდებით "გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა". კონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა-ს) როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სტუდენტებმა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა როგორც ზეპირი, ასევე – პოსტერული პრეზენტაციები. მოხსენებით წარდგნენ: თსა-ს პირველი კურსის სტუდენტი, ნინო ძაგანია, თემაზე - „რეზისტენტული ტუბერკულოზის რისკ-ფაქტორები საქართველოში“; მესამე კურსის სტუდენტები - ადნან ანვარი და საიფ რუსტუმი, თემით - "Mental Health Issues in Child and Female Refugees" ; ხოლო პოსტერული პრეზენტაციით კი საიფ თავფიქი.
კონფერენციაზე განხილული იქნა მრავალი აქტუალური საკითხი, მათ შორის: გლობალური ჯანმრთელობა; ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და მენეჯმენტი; ჯანმრთელობა და ეკოლოგია; ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაზღვევა, გადამდები და არაგადამდები დაავადებები, მენტალური ჯანმრთელობა და სხვ. სტუდენტების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები შეაფასეს სხვადასხვა უნივერსიტეტში მოღვაწე პრიფესორ-მასწავლებლებმა და გამოთქვეს იმედი, რომ მომავალ მედიკოსთა ჩართულობა სამეცნიერო პროცესებში მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ საპატიო სიგელები.
თსა-ს ადმინისტრაცია და სამეცნიერო-კვლევით სამსახური მადლობას უხდის სტუდენტებს და მათ ხელმძღვანელ პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის, ასევე "ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების" და "სტუდენტურ სამეცნიერო-კვლევითი კლუბ “VITALIS” -ის შემოქმედებით ჯგუფს შესანიშნავი კონფერენციის ორგანიზებისათვის.