თსა-ს სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია
2018-12-21

2018 წლის 21-22 დეკემბერს თბილისის სამედიცინო აკადემიამ უმასპინძლა სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას თემაზე „კლინიკური მსჯელობის გაუმჯობესება პაციენტის უსაფრთხოებისთვის“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა სამედიცინო უნივერსიტეტმა საქართველოს მასშტაბით. მრავალფეროვანი და საინტერესო თემები იქნა წარმოდგენილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტების მიერ. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ დარგის წამყვანი სპეციელისტების ლექციებს და სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც განსაკუთრებულად დიდი ინტერესი და გამოხმაურება მოჰყვა. კონფერენციის დასასრულს გამოვლინდნენ საუკეთესო პრეზენტაციებისა და მოხსენებების მქონე სტუდენტები. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები და საშუალება მიეცათ სტაჟირება გაიარონ თსა-ს ლაბორატორიასა და სხვადასხვა აფილირებულ კლინიკებში. მადლობას ვუხდით საორგანიზაციო კომიტეტს კონფერენციის განსაკუთრებით მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, ჟიურის თითოეულ წევრს ობიექტური შეფასებისათვის და ყველა მონაწილეს საინტერესო მოხსენებებისა და აქტიურობისთვის.