თსა-ს სტუდენტები IFMSA-ს გენერალური ასამბლეის მარტის შეხვედრაზე
2019-03-01

2019 წლის 1-7 მარტს თსა-ს სტუდენტები დაესწრნენ IFMSA-ს გენერალური ასამბლეის მარტის შეხვედრას სლოვაკეთში, სადაც განიხილეს მნიშვნელოვანი თემები და პრობლემის გადაჭრის გზები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის სესიები მოიცავდა შემდეგ თემებს: გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის, ციფრული ჯანდაცვა, ჯანდაცვის სისტემები და გადამდები დაავადებები (ტუბერკულიოზი)

მინი-სესიები: დიაბეტი, ალკოჰოლი და თამბაქო, მენტალური ჯანდაცვა და დაავადებები, გლობალური ჯანდაცვა გაცვლით ტრეინინგების ფარგლებში.

პროფესიული გაცვლითი პროგრამების მუდმივმოქმედი კომიტეტის ტრეინინგის თემები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: გუნდური მუშაობა (Team Building), როგორ განვავითაროთ პროფესიული გაცვლითი პროგრამები? საზოგადოებრივი ჯანდაცვის და პროფესიული გაცვლითი პროგრამების კომიტეტების პროექტები და შესაძლებლობები.