პერსონალის საერთაშორისო ტრენინგი
2019-05-17

თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომელი ნატალია კოჭლაშვილი - Erasmus+ პროექტების კოორდინატორი, 6-დან 10 მაისის ჩათვლით ესპანეთში, გრანადას უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაესწრო პერსონალის საერთაშორისო ტრენინგის კვირეულს. ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებმა განიხილეს მრავალი საკითხი და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, მათ შორის: სტუდენტებისა და პერსონალის მობილობა, ინსტიტუციური თანამშრომლობა - განვითარება. აგრეთვე, ტრენინგის კვირეულმა ხელი შეუწყო ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას სხვადასხვა ევროპულ უნივერსიტეტებს შორის.