ახალი სამეცნიერო ბაზები
2019-05-22

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდისა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის თანამშრომლობის საფუძველზე ( - თსა გაწევრიანდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის საუნივერსიტეტო კონსორციუმში), სამედიცინო აკადემიაში შესაძლებელი გახდა ELSEVIER - საერთაშორისო გამომცემლობის ონლაინ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა.
აკადემიისთვის ელექტონულად ხელმისაწვდომია ისეთი საერთაშორისო სამეცნიერო ბაზები როგორიცაა:

ScienceDirect®
(დაახლოებით 2 000 სამეცნიერო ჟურნალი)

Scopus®
(ციტირებისა და აბსტრაქტების უდიდესი საერთაშორისო ბაზა მსოფლიოში)
ბაზები მოიცავს ათასობით სხვადასხვა, მათ შორის სამედიცინო დარგის რეცენზირებული ჟურნალების კოლექციებს და ამ ჟურნალებში შემავალი სტატიების როგორც აბსტრაქტებს, ასევე სრულ ტექსტებს.
აღნიშნულ სამეცნიერო ბაზებზე წვდომა ხელს უწყობს სამედიცინო აკადემიის სტუდენტებისა და აკადემიური / მოწვეული პერსონალის სასწავლო თუ სამეცნიერო საქმიანობის ხარისხიან განვითარებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო  სამედიცინო სფეროს აქტუალური საკითხების კვლევა / განხილვის მონიტორინგს.