კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
2019-05-23

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა) ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. თსა დაარსდა 1992 წელს და წარმატების 27 წლიანი ისტორია აქვს. 2018 წელს თსა-მ მიიღო ავტორიზაცია განახლებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: · დერმატოვენეროლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) · პედიატრია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) · მეანობა - გინეკოლოგია - ასოცირებული პროფესორი (1 ადგილი) · ზოგადი ქირურგია - პროფესორი (1 ადგილი) · ზოგადი ჰისტოლოგია, ციტოლოგია, ემბრიოლოგია - ასისტენტი (1 ადგილი) კონკურსში მონაწილეობის ყველა მსურველმა უნდა წარმოადგინოს: · განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმით (ივსება ადგილზე); · პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; · ორი ფოტოსურათი ზომით 3X4-ზე; · ავტობიოგრაფია (CV) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია: · მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომების ასლები; · პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი; · სილაბუს(ებ)ი (მისი სტრუქტურა და შინაარსი სასურველია წარმოდგენილი იყოს თსა-ს მიერ დამტკიცებულ ფორმატში); · ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების სია. · კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში კონკურსანტს უნდა ჰქონდეს შესაბამის სპეციალობაში ექიმის სერტიფიკატი და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კლინიკური მუშაობის გამოცდილება; · ინგლისურენოვანი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა პროფესიულ დონეზე, დადასტურებული შესაბამისი სერტიფიკატით ან სწავლის/სწავლების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილებით; ასისტენტის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია: · მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომ(ებ)ის ასლები; · დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა; კლინიკურ დეპარტამენტში არჩევის შემთხვევაში - კლინიკური მიმართულებით დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა. · რეკომენდაცია შესაბამისი სამეცნიერო მიმართულების 1 პროფესორის/ასოცირებული პროფესორისაგან. კონკურსში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველმა (მიუხედავად დასაკავებელი აკადემიური თანამდებობისა) სასურველია წარმოადგინოს: · ბოლო სამი წლის განმავლობაში საგრანტო პროექტებში მონაწილეობის, აგრეთვე პროგრამების ავტორობის/თანაავტორობის დამადასტურებელი ცნობა; · გამოსაქვეყნებლად მიღებული შრომების, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიების დედანი ან მათი ასლი; · აკადემიური საბჭოს (ან მსგავსი ფუნქციის მქონე საბჭოების), ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა; · სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა, კონსულტანტობა, რეცენზენტობა; · სამეცნიერო კონფერენციებსა და ტრენინგებში მონაწილეობა და სერთიფიკატების ფლობა (პროფესიულ საქმიანობაში); · ჟურნალის რედკოლეგიის წევრობა, წიგნის/კრებულის რედაქტორობა (რეცენზენტობა); · სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა; · ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ცოდნის ან ინგლისურ ენაზე მიღებული განათლების ან ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. · ექიმის სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში. აკადემიურ თანამდებობებზე მიღების წესსა და პირობებს დამატებით შეგიძლიათ გაეცნოთ პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ვებგვერდზე (www.tma.edu.ge). საბუთების მიღება იწარმოებს 2019 წლის 28-29 ოქტომბერს 10-დან 17 სთ-მდე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში შემდეგ მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზირი 51/2, III სართული, ოთახი 302. ტელ: 291 24 84; ელ.ფოსტა hr@tma.edu.ge; ვებგვერდი www.tma.edu.ge. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 06 ნოემბერს.