საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში „Biomed-2019”
2019-05-30

ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით ქ. ბათუმში, ციხისძირში ჩატარდა საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ბიომედიცინაში „Biomed-2019”, რომლის მონაწილეებიც იყვნენ თბილისის სამედიცინო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტები: სალომე დოლიძე, ქეთევან ხუჯაძე და ლევან ნაჭყებია. 

თსა-ს სტუდენტებმა კონფერენციაზე წარადგინეს კვლევა „ინტერიქტალური ემოციური მდგომარეობა და კრუნჩხვითი აქტივაცია“. აღნიშნული კვლევა განხორციელდა თსა-ს სამეცნიერო გრანტის ფარგლებში თსა-ს ასოცირებული პროფესორის, ირინა ბილანიშვილის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო ნაშრომის ამოცანა იყო ემოციური მდგომარეობის როლი კრუნჩხვითი რეაქციების განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ კვლევამ ძალზედ მაღალი შეფასება მიიღო კონფერენციის მონაწილეების მხრიდან.

1 

2